უკან
16/3/2024

ექოსკოპია

 ექოსკოპია, ანუ ულტრასონოგრაფია არის რადიოლოგიური კვლევა,რომელიც  ემყარება არამაიონიზირებელ(უსაფრთხო)ულტრაბგერით ტალღებს.კვლევის ინფორმატიულობა საკმაოდ მაღალია,თუ კი აპარატურა არის ახალი და შემსრულებელი - კვალიფიციური.

 

-         სჭირდება თუ არა პაციენტს ექოსკოპიური კვლევისთვის სპეციალური მომზადება?

 აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, პაციენტმა დილით საკვები არ მიიღოს, რათა კვლევის დროს ნაღვლის ბუშტი შეკუმშული არ იყოს. კარგი ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირი არ იყოს. წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის, ასევე საშვილოსნოსა და საკვერცხეების ექოსკოპიის დროს პაციენტს შარდის ბუშტი სავსე უნდა ჰქონდეს. სავსე შარდის ბუშტი ერთგვარი აკუსტიკური ფანჯრის როლს ასრულებს - ის საშუალებას გვაძლევს, ულტრაბგერა მცირე მენჯის ორგანოებისკენ მივმართოთ. როცა შარდის ბუშტი დაცლილია, ამ არეს ნაწლავები იკავებს, რაც ექოლოკაციას დაბრკოლებას უქმნის, სავსე შარდის ბუშტი კი ნაწლავებს მაღლა სწევს.

 

-         რომელ ორგანოებს გამოვიკვლევთ და რომლებს ვერ ექოსკოპიით?

 ექოსკოპიურად შესაძლებელია  ნებისმიერი ორგანოსა და რბილი ქსოვილის გამოკვლევა. კვლევას არაინფორმატიულს ხდის აირები და ძვლები, ამიტომ ექოსკოპია არ მიიჩნევა კვლევის უმჯობეს მეთოდად.
ექოსკოპია ოქროს სტანდარტია: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის, გინეკოლოგიური-სამშობიარო ვადების გამოკვლევისთვის და მუცლის ღრუში არსებული შებერილობებისთვის.~

ექოსკოპია ნაკლებ ინფორმატიულია:ძვლებისთვის,ფილტვებისთვის(პლევრის კვლევას შევძლებთ,ფილტვის დინამიურ თავისებურებებს ვერ)/ არ აქვს ინფორმატიული დატვირთვა თავის ტვინისა და ზურგის ტვინის პათოლოგიებისთვის.

-         აქვს თუ არა ექოსკოპიას დასხივება?

ექოსკოპია არ არის მაიონიზირებელი გამოკვლევა,შესაბამისად მისი ჩატარება არის უსაფრთხო.

 

- როგორია ექოსკოპიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობა ონკოლოგიური დაავადებებისას?

- ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ექოსკოპიური კვლევა მართლაც მნიშვნელოვანია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება პარენქიმული ორგანოების (ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის) სიმსივნეებს. ასევე შესაძლებელია შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა.

 ჯეო მედი გთავაზობთ ექოსკოპიურ კვლევებს ბინაზე გამოზახებით

ჯეო მედი გამოიძახეთ კლინიკა სახლში

გაზიარება

უახლესი

10/20/2024

ფიზიკური თერაპია ( ფიზიო თერაპია) ბინაზე გამოძახებით

ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...

მეტის წაკითხვა
10/20/2024

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით

ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023